კითხვის საათი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად

კითხვის საათი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად

119
გაზიარება

პატარების საყვარელი და გასართობი საგანმანათლებლო პროექტი “კითხვის საათი ბავშვებისთვის” ამჯერად N10 ფილიალში ჩატარდა.

ბავშვები საოცრებათა სამყაროში მომღერალმა და ჟურნალისტმა ნეკა სებისკვერაძემ ამოგზაურა.

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ინფორმაციით სეზონის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება 28 ნოემბერს, 15 საათზე. თეატრმცოდნე და პატარა მსმენელებს ჟურნალისტი ნიკოლოზ წულუკიძე N7 ფილიალში შეხვდება. მისამართი: გრიგოლ რობაქიძის გამზირი IV კვ, 21ა კორპუსი.

როგორც გითხარით ნიკა წულუკიძესთან შეხვედრა დასკვნითია. იმედს გამოვთქვამთ, რომ პროექტი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება, რითაც უფრო მეტი ბავშვი გაბედნიერდება საოცრებათა სამყაროში მოგზაურობით.

გთავაზობთ ბავშვებისა და ნეკას ერთობლივი მოგზაურობის ფოტოალბომს: 

კომენტარი