მერიამ საკუთარი სანერგე მეურნეობის განვითარება დაიწყო

მერიამ საკუთარი სანერგე მეურნეობის განვითარება დაიწყო

105
გაზიარება

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ საკუთარი სანერგე მეურნეობის განვითარება დაიწყო.

სანერგე მეურნეობა თბილისის ზღვაზე, ექვს ჰექტარზე მოეწყობა.

პირველ ეტაპზე მოეწყო სათბური, რომელშიც გამოსაზამთრებლად განთავსდა დედაქალაქის გამწვანებული ტერიტორიებიდან ამოღებული ზაფხულში მოყვავილე მრავალწლოვანი ყვავილოვანი მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე კვლავ დაუბრუნდება დედაქალაქს. მნიშვნელოვანია, რომ სასათბურე მეურნეობა საშუალებას იძლევა, აღნიშნული მცენარეები მრავალჯერადად, მრავალ სეზონზე იქნას გამოყენებული. შესაბამისად, დედაქალაქის ბიუჯეტი გათავისუფლდება ყოველ სეზონზე ახალი ყვავილების შესყიდვის ხარჯებისგან.

შემდგომ ეტაპზე მოეწყობა დამატებით ხუთი სათბური.

სანერგე მეურნეობის განვითარება უზრუნველყოფს ქალაქის მომარაგებას, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული ხე-მცენარეებით, რომელთა გახარების კოეფიციენტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე იმპორტირებული მცენარეების და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დედაქალაქის ბიუჯეტს მილიონობით ლარის ეკონომიას მოუტანს.

კომენტარი