როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა

როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა

54
გაზიარება

როსტევანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, როსტევანის ქუჩაზე – შეყლაშვილის ქუჩიდან კვირაცხოვლის ქუჩამდე მონაკვეთზე, ჯამში, 5400 კვადრატული მეტრ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ახლა კი, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს.

სამუშაოების კომპანიამ „იბერი“ აწარმოა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 431 148 ლარი გამოიყო.

კომენტარი