დიდუბის რაიონში ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა მოხსნა და 5 სმ-იანი ასფალტის საფარი მოაწყო.
სამუშაოების საერთო ღირებულებამ 87 177 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ 7 ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა, რისთვისაც, ჯამში, გამგეობის ბიუჯეტიდან 948 677 ლარი გამოიყო.