„გახდი ქველმოქმედი თეატრთან ერთად“ – რუსთაველის თეატრში „ბედი ქართლისა“ დაიდგმება

„გახდი ქველმოქმედი თეატრთან ერთად“ – რუსთაველის თეატრში „ბედი ქართლისა“ დაიდგმება

54
გაზიარება

24 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის  თეატრის დიდ სცენაზე, ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“, პროექტ „მოდი თეატრში“ ფარგლებში,  წარმოადგენს  სპექტაკლს  – ,,ბედი ქართლისა“.
ორგანიზატორების ცნობით, პროექტი საქველმოქმედოა და შემოსული  თანხა  მთლიანად გადაერიცხება  ბენეფიციარს.
„გახდი  ქველმოქმედი თეატრთან  ერთად –  ცხოვრება  მშვენიერია“, – აღნიშნავენ ფონდის წარმომადგენლები.
სპექტაკლის რეჟისორია რობერტ სტურუა; სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – რობერტ სტურუა; რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე; მხატვარი – მირონ შველიძე; ქორეოგრაფი – კონსტანტინე ფურცელაძე; კოსტიუმების მხატვარი – ელისაბედ ჭიჭინაძე; მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძე.
სპექტაკლში გამოყენებულია გია ყანჩელის მუსიკა, აგრეთვე – საგალობლები და ქართული ფოლკლორის შედევრები.

კომენტარი