გორგასლის N111-ის მიმდებარედ საყრდენ კედელს აშენებენ

გორგასლის N111-ის მიმდებარედ საყრდენ კედელს აშენებენ

40
გაზიარება

კრწანისის რაიონში, მიმდინარე სამ მშენებარე კედელთან ერთად, კიდევ ერთი კედლის მშენებლობა გორგასლის ქუჩის N111-ის მიმდებარედ გრძელდება.

N1 კორპუსის მიმდებარედ 50 კუბ.მ-ის საყრდენი კედელი ეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 30 400 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნულ მისამართზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა, რის გამოც, რაიონის გამგეობამ 56 მეტრი სიგრძისა და ექვსი მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის მოწყობა N4 და N1 კორპუსთან უკვე დაასრულა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყო უსაფრთხოების ღობე.

აღნიშნულ მისამართზე წინამდებარე კორპუსის მცხოვრებლებისთვის გრუნტის ჩამოშლის საშიშროების გამო, გამგეობამ საყრდენი კედლის სიდიდის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და უკვე მოწყობილ კედელს გაგრძელება გაუკეთა.

კომენტარი