დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეცხრე კორპუსთან ასფალტის საფარი დააგეს

დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეცხრე კორპუსთან ასფალტის საფარი დააგეს

50
გაზიარება

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეცხრე კორპუსთან ასფალტის საფარი 745 კვ.მ ფართობზე დააგეს. ასევე, მოიხსნა დაზიანებული ბორდიური და მოეწყო ახალი, ბაზალტის ბორდიური.

ამასთანავე, მიმდინარე წელს დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურა N6ა, ბ და გ კორპუსებთან მოწესრიგდა.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „დრო“ – შეასრულა. სამუშაოების ღირებულება 28 867 ლარია.

კომენტარი