სამგორში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

51
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების მომართვის საფუძველზე, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია განხორციელდა. ამჟამად, ბრტყელი სახურავის მოწესრიგება ბ. ხმელნიცკის N6 კორპუსში მიმდინარეობს.

ასევე, ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დასრულდა ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის N2 კორპუსში, კალოუბნის ქუჩაზე N32 კორპუსში, ვარკეთილის ზემო პლატოს პირველი მიკრორაიონის N43ბ კორპუსსა და ლილოს დასახლებაში მე-4 მიკრორაიონის N10 კორპუსში.

სახურავების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში ვარკეთილის მეურნეობაში, მშვიდობის ქუჩა N1-ში დაიწყება.

კომენტარი