“არტთერაპია – ხელოვნება გადაგვარჩენს” – შეხვედრა მუსიკოს მებო ნუცუბიძესთან

“არტთერაპია – ხელოვნება გადაგვარჩენს” – შეხვედრა მუსიკოს მებო ნუცუბიძესთან

89
გაზიარება

თანამედროვე ქართულ სივრცის ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკოსთან – მებო ნუცუბიძესთან შეხვედრა გაიმართა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.

შეხვედრა – „არტთერაპია – ხელოვნება გადაგვარჩენს“ ციკლის ფარგლებში გაიმართა.

მსმენელთა აზრით მებო ნუცუბიძე ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია თანამედროვე ქართულ სივრცეში, რაც განპირობებულია მისი განსხვავებული სტილითა და შესრულების მანერით.

მისი მუსიკა გამოირჩევა მელანქოლიური ჟღერადობით და მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექსტებს.

ფართო საზოგადოებამ მებო ნუცუბიძე სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო (საქართველოს “X ფაქტორი”, უკრაინის “The Voice”).

განსაკუთრებით პოპულარულია მებო ნუცუბიძის მუსიკალური პროექტი The BearFox, რომელიც ალტერნატიული მუსიკის ჟანრს მიეკუთვნება.

შეხვედრაზე მებო ნუცუბიძე მსმენელებს ესაუბრა:

– როგორ გარდაიქმნება ჩვეულებრივი ამბები სიმღერებად;

– როგორ იქმნება The BearFox -ის მუსიკალური კომპოზიციები;

– როგორ იქცევა მუსიკა ჰიტად;

– მუსიკის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე;

კომენტარი