აშპაშხანა – მივიწყებული სიტყვა თბილისური ლექსიკონიდან

აშპაშხანა – მივიწყებული სიტყვა თბილისური ლექსიკონიდან

155
გაზიარება

აშპაშხანა – სასადილოების რიგები (სახაშეები, საქაბაბეები), რომლებიც განლაგებული იყო თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედნის სამხრეთ მხარეზე და გორგასლის ქუჩის დასაწყისში.

იოსებ გრიშაშვილი (ნამდვილი გვარი მამულაშვილი). 24 აპრილი 1889 წ. – 3 აგვისტო 1965 წ.

იოსებ გრიშაშვილის თქმით, „აშპაჟ“ – თათრულად მზარეულია. სხვა ვერსიით,რომელიც უფრო ახლოა სინამდვილესთან, სიტყვა შემოსულია სპარსულიდან: „აშ” – წვნიანი, “ფაზ” – მხარშავი, “ხანა” – სახლი.

„აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე

დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,

ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე

შემხვდება ორი ნაჯიბგირალი“.

იოსებ გრიშაშვილი – „აშპაშხანისკენ“

კომენტარი