ლექცია ვაკის მედიათეკაში – როგორ გარდაიქმნა მგელი ძაღლად?

ლექცია ვაკის მედიათეკაში – როგორ გარდაიქმნა მგელი ძაღლად?

47
გაზიარება

ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია კოპალიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ გარდაიქმნა მგელი ძაღლად? მოშინაურების ისტორია და პოპულაციებს შორის კავშირი“.

ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლა

შეხვედრაზე მომხსენებელი ნათია კოპალიანი განიხილავს ძაღლის წარმოშობის თანამედროვე თეორიას, განსხვავებას ძაღლისა და მგლის სოციალურ ქცევაში, დომესტიკაციის შედეგად შექმნილ პრობლემებს; ასევე მიმდინარე ჰიბრიდიზაციას მგელსა და ძაღლს შორის და მის მნიშვნელობასმგლის პოპულაციისთვის; საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდიზაციის სიხშირესა და მის მიმართულებას.

დასწრება თავისუფალია.

მომხსენებლის შესახებ:

ნათია კოპალიანი

ნათია კოპალიანმა 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „თამაშის ქცევის ონტოგენეზი მგლის (Canis lupus) მაგალითზე“, სპეციალობით ეკოლოგია.

1988-დან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე. 1989-დან 2006 წლის ჩათვლით მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სახეობათა კონსერვაციის ცენტრში (NACRES)”.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორია

მიღებული აქვს მონაწილეობა 12 საერთაშორისო პროექტში ცხოველთა ეკოლოგიისა და კონსერვაციის სფეროში.

მეცნიერის ძირითადი კვლევითი საკითხებია მსხვილი ძუძუმწოვრების, მათ შორის შავი ზღვის ვეშაპისნაირებისეკოლოგია, ქცევა და კონსერვაცია.

კომენტარი