მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

104
გაზიარება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ გალაქტიონ ბუაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გალაქტიონ ბუაძეს. ის თანამდებობას  ტოვებს და კერძო სექტორში გადადის. გალაქტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა მან მართლაც  ღირსეულად გაართვა თავი ამ ყველაფერს.  ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი თავის სამსახურთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელების მიზნით კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაქტიონ ბუაძე 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარი