მთაწმინდის სკოლები “ექვთიმეს განძის” ძიებაში

მთაწმინდის სკოლები “ექვთიმეს განძის” ძიებაში

68
გაზიარება

მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით, რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ინტელექტუალური თამაში – „ექვთიმეს განძი“ გაიმართა.

ღონისძიებაში თორმეტი საჯარო სკოლის სამოცდათორმეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც გუნდებად დაკომპლექტდნენ.

ექვთიმე თაყაიშვილი – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი. 3 იანვარი 1863 წ. – 21 თებერვალი 1953. ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე. კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.

თამაშისთვის მთაწმინდის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ათი ლოკაცია შეირჩა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

გუნდებმა სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სახალისო დავალებები შეასრულეს.

მოსწავლეები აღნიშნულ ლოკაციებზე დაშიფრულ ადგილებს ეძებდნენ, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი ქართული საგანძურიდან ძვირფასეულობისა და ხელნაწერების ასლები უნდა ეპოვათ.

დავალებების შესრულება ქულებით შეფასდა. თამაშის გამარჯვებული მეოცე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ლიდერი გუნდის წევრები მთაწმინდის გამგეობამ წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დაასაჩუქრა. სიმბოლური საჩუქრები სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ.

პროექტის მიზანი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების, მოღვაწეობისა და საქმიანობის გაცნობა იყო.

კომენტარი