საკრებულოს წევრებმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბიბლიოთეკას  საჩუქრად წიგნები და ჟურნალები გადასცეს

საკრებულოს წევრებმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბიბლიოთეკას  საჩუქრად წიგნები და ჟურნალები გადასცეს

53
გაზიარება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ორგანიზებით, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები და ჟურნალები  გადაეცა. პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულები, მარიკა დარჩიამ, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად  დღეს პირადად მოინახულა.

ბასილიადას“ დამფუძნებელთან რუსუდან ბერიძესთან და პანსიონატის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლებმა შენობა დაათვალიერეს, პანსიონატის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს  და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.

„დღეს ვეცადეთ მცირედით გაგვეხარებინა ეს ადამიანები და მათ საჩუქრად წიგნები მოვუტანეთ. ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია პანსიონატის საჭიროებების შესახებ, რომელსაც კომპეტენციის ფარგლებში ვეხმარებით  და ყურადღების გარეშე რა თქმა უნდა არც ახლა დავტოვებთ“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

კომენტარი