თბილისის მერი უწყების 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებულ მადლობას უხდის

თბილისის მერი უწყების 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებულ მადლობას უხდის

89
გაზიარება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს და აღნიშნული უწყების, დაახლოებით, 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი – ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი – რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარი