პეკინის გამზირის N41-ზე გარე სახანძრო კიბის უჯრედის დამცავი ლითონის კონსტრუქციები დაამონტაჟეს

პეკინის გამზირის N41-ზე გარე სახანძრო კიბის უჯრედის დამცავი ლითონის კონსტრუქციები დაამონტაჟეს

109
გაზიარება

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, პეკინის გამზირის N41 კორპუსის გარე სახანძრო კიბის უჯრედის დამცავი ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ლითონის კონსტრუქციები კორპუსის 14-ვე სართულზე მოეწყო.

სამუშაოები კომპანია „ფინეზამ“ შეასრულა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 99 380 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი