სამგორის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ მოსწავლეებს გასვლითი ტრენინგი ჩაუტარეს

სამგორის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ მოსწავლეებს გასვლითი ტრენინგი ჩაუტარეს

77
გაზიარება

სამგორის რაიონში მცხოვრები წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გასვლითი ტრენინგი ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე, სამგორის რაიონის გამგეობის ჩართულობით, ახალქალაქში ხუთდღიანი ტრენინგი განხორციელდა. ერთობლივ პროექტში ჩართულები იყვნენ წარმატებული უფროსკლასელები და სტუდენტები სამგორის რაიონიდან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი პროფესიული განვითარების თემაზე. გარდა ამისა, მოეწყო ექსკურსიები ვარძიაში, ფოკის დედათა მონასტერში, ფარავნის ტბაზე და რაბათის ციხეში. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მცირე ლექცია რაბათის ციხესა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ისტორიასა და კულტურულ მნიშვნელობაზე.

სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებისთვის წარმატებული მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე, რისი მიზანიცაა მოსწავლეებში პრეზენტაციების ჩატარების, შემეცნებითი აზროვნების, გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის და სხვა საჭირო უნარების განვითარება.

კომენტარი