ისანში, ორ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეებს აწყობენ

ისანში, ორ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეებს აწყობენ

62
გაზიარება

ისნის რაიონში, იზაშვილის ქუჩის N12-სა და ერისთავის ქუჩის N15-ში საერთო სარგებლობის ლითონის კიბეები ეწყობა.

პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 31300 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს, რომელსაც შპს „ოკრიბა“ გამგეობის დაკვეთით ახორციელებს, ისნის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარი