მუხიანში უსაფრთხოებისათვის მოაჯირები კეთდება

მუხიანში უსაფრთხოებისათვის მოაჯირები კეთდება

91
გაზიარება

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით მუხიანის პირველი მიკრორაიონის N2 კორპუსის და 4 ა მ/რ კორპ N 4 კორპუსის მიმდებარედ, გამგეობა ქუჩების, კიბეების, კორპუსთან მისასვლელი ბილიკისა და მოაჯირების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბეტონის საფუძველი და ბორდიური, ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი. ჩაისხა ბეტონის კიბეებიც, რომლებიც ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება.

სამუშაოებს, რომლისთვისაც 15 8161 ლარია გათვალისწინებული, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

გლდანის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, უსაფრთხოების მიზნით, ლითონის დეკორატიულ მოაჯირებს აწყობს. ამ ეტაპზე, ლითონის მოაჯირები უწერის ქუჩა N6 ნომერთან, N120 კორპუსის მიმდებარედ და წყაროს ქუჩაზე განთავსდა.

მიმდინარე წელს, უსაფრთხოების მოაჯირები ჯამში, 11 მისამართზე მოეწყო.

კომენტარი