ამერიკელი კრიმინალისტი სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ამერიკელი კრიმინალისტი სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში

64
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულმა სამკითხველო დარბაზმა  უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხების ექსპერტს, ლუის ანტონიო კოლონის უმასპინძლა.

ამერიკელმა სტუმარმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “კრიზისული შემთხვევების სტრესის დაძლევა ამერიკის პოლიციის მუშაობის მაგალითზე”.

ლექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შემთხვევები ექსპეტის საქმიანობის გამოცდილებიდან, ამერიკის პოლიციის მუშაობის ჩვენთვის უცნობი მეთოდები, მსხვერპლთა დაცვისა და სტრესის მართვის პრაქტიკა, ინდივიდუალური კეისების გახსნის მაგალითები და სხვა ისტორიები…

ლექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პრაქტიკული შემთხვევები ჩვენი სტუმრის საქმიანობის გამოცდილებიდან, ამერიკის პოლიციის მუშაობის ჩვენთვის უცნობი მეთოდები, მსხვერპლთა დაცვისა და სტრესის მართვის პრაქტიკა, ინდივიდუალური ისტორიები…

ლუის ანტონიო კოლონი

ბიბლიოთეკის სტუმარი ლუის ანტონიო კოლონი 21 წლის განმავლობაში მუშაობს უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხებზე. იგი უსაფრთხოების ისეთ ძირითადი პრინციპებზე მუშაობს, როგორიც არის უსაფრთხო მოგზაურობა, რისკების მენეჯმენტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბიზნესმენებისა და კერძო პირებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის გარემოში ცხოვრობენ და მუშაობენ, ბავშვთა დაცვა ოჯახური და საზოგადო ძალადობისგან.

დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო.

კომენტარი