გერმანიის კავკასიური მისიის წევრების გადაღებული ტფილისის ხედები

გერმანიის კავკასიური მისიის წევრების გადაღებული ტფილისის ხედები

169
გაზიარება

მსოფლიო ომის მიმდინარეობის ბოლო წელს კავკასიაში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ კავკასია რუსეთს გამოეყო, ამასთანავე, კავკასიის ფრონტი დატოვა რუსულმა არმიამ, რომლის ჩანაცვლება მცირერიცხოვანმა კავკასიურმა ეროვნულმა შენაერთებმა დაიწყეს.

1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით ზურგ გამაგრებულმა ოსმალებმა კავკასიის ფრონტზე წარმატებული შეტევა დაიწყეს.

ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი (გერმ. Friedrich Siegmund Georg Freiherr Kreß von Kressenstein; 24 ივნისი, 1870 წ -16 იანვარი, 1948წ

ამავე პერიოდში კავკასიური პოლიტიკა გაააქტიურეს გერმანელებმაც. რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ქართული სამოკავშირეო არმიის ჩამოყალიბებით.

გერმანიის მთვრობა გამოვიდა შუამავლად საქართველოსა და ოსმალეთს შორის და გერმანიის პროტექტორატით საქართველომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გერმანიის კავკასიური ექსპედიცია 1918 წლის ივნისიდან დაიწყო, ქვეყანაში შემოვიდა რამდენიმე ათასი გერმანელი ჯარისკაცი, მისიას ხელმძღვანელობდა გერმანელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი.

მისიის შტაბი თბილისში იყო განთავსებული, მისიის ლეგაციის მდივანი იყო ფრიდრიხ შულენბურგი. გერმანული სამხედრო მისია არ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, პირიქით, გერმანელი სამხედრო მრჩევლები ხელს უწყობდნენ ქართველებს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე, ზოგიერთ სამხედრო ოპერაციაში ქართული ჯარის გვერდით გერმანელი ჯარისკაცებიც იბრძოდნენ.

გერმანული სამხედრო მისია კავკასიიდან გერმანელთა მიერ მსოფლიო ომის წაგების შემდეგ გავიდა.

წყარო: ასტამაძე გ. “ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1918-1921 წლებში”.

კომენტარი