თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

33
გაზიარება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის ზოგიერთ რაიონში  ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ვეკუას, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საიათნოვას ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი