როგორ დავგეგმოთ საოცნებო მოგზაურობა?

როგორ დავგეგმოთ საოცნებო მოგზაურობა?

187
გაზიარება

ტურისტული სააგენტოების მომსახურების მიღება დღეს უკვე აღარ არის აქტუალური. ინტერნეტის მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავად გაუწიოს ორგანიზება საკუთარ საოცნებო მოგზაურობას დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ამისათვის რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ.

1. მიმართულების მოძებნა და ბილეთების შეძენა

პარადოქსულია, მაგრამ ყველაზე რთული მოგზაურობაში მიმართულების მოძებნაა. როგორც წესი, ტურისტებს პრიორიტეტების სია გააჩნიათ, ქალაქების ან ქვეყნების, სადაც გამგზავრება სურთ. ახლა კი სულ მცირედი რჩება – ვიყიდოთ ბილეთები რაც შეიძლება იაფად.

თვითმფრინავის ბილეთების ყიდვა ხშირად შესაძლებელია სანატრელ მოგზაურობამდე რამდენიმე თვით ან თუნდაც ნახევარი წლით ადრე. ამისთვის უნდა ადევნოთ თვალყური ავიაკომპანიების სიახლეებსა და შემოთავაზებებს. ასევე, არსებობს რამდენიმე პოპულარული საიტი, რომელიც თავად ადევნებს თვალყურს იაფ შემოთავაზებებს ავიაკომპანიებისგან და შემდეგ შეტყობინების სახით გიგზავნით, თუკი თქვენ მათი სიახლეები გამოწერილი გაქვთ.

ხშირად ადამიანებისგან, რომლებსაც მოგზაურობა სურთ, მაგრამ ბოლომდე არ აქვთ გადაწყვეტილი, გაიგონებთ ფრაზას: “არ ვიცი, რა იქნება ნახევარი წლის შემდეგ”. პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: “ნახევარ წელიწადში თქვენ დაუვიწყარი მოგზაურობა გელით დედამიწის მეორე ბოლოში!”. როგორც წესი, ბილეთების წინასწარი შეძენა საშუალებას იძლევა, გავათავისუფლოთ სამოგზაუროდ ერთი კვირა.

გახსოვდეთ, უეცარი შვებულებისას მოგზაურობის ორგანიზება ძნელია. ასეთი მოგზაურობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი და გადახდილი.

2. სავიზო ინფორმაცია და მისი მიღება

იმისთვის, რომ გაემგზავრო, მაგალითად, ჩინეთში საჭიროა ვიზა. გამოცდილმა მოგზაურებმა იციან, თუ როგორ უნდა მიიღონ ვიზა ან სულაც, თავიდან აირიდონ, თუკი ის არაა საჭირო, მაგრამ მათთვისაც კი ხანდახან არსებობს რთული ვითარება, როდესაც ზუსტად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ.

კიდევ კარგი, არსებობს ინტერნეტი, სადაც უამრავი ვებგვერდია, რომელიც სისტემატურად აგროვებს სავიზო ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

Doyouneedvisa – მისი მოხმარება ძალიან ადვილია. აირჩიეთ სიაში თქვენი ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ხართ და შეხედეთ ქვეყნების სიას, რათა გაიგოთ, გჭირდებათ თუ არა ვიზა.

3. საცხოვრებლის დაბრონვა

სამოგზაურო სამზადისში ყველაზე ადვილი ნაწილი საცხოვრებლის დაჯავშნაა. ინტერნეტის ქსელში უამრავი ვებგვერდი მოიძებნება, რომელიც საცხოვრებლის პოვნაში და მის დაჯავშნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურება შეიძლება იპოვოთ თავად ავიაკომპანიების ვებგვერდებზე.

მაგრამ არსებობს, ასევე, ყველაზე პოპულარული მსოფლიო სერვისები საცხოვრებლის მოსაძებნად:

Booking.com – მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე დიდი ბაზა. მისი დახმარებით, საცხოვრებელის მოძებნა შესაძლებელია ყველაზე პატარა ქალაქსა თუ სოფელში.

4. ავტომობილის დაჯავშნა

მოგზაურობა ყველაზე კარგი მაშინ ხდება, როდესაც მას შენ თავად მართავ და მასპინძელ ქვეყანას ტურისტული ავტობუსის ფანჯრიდან არ ათვალიერებ. ამიტომ მოგზაურთა უმრავლესობა პრიორიტეტს ანიჭებს ავტოსტოპით მოგზაურობას ან ავტომობილის ქირაობას.

ნებისმიერ ქვეყანაში მანქანის ქირაობას ძალიან მოსახერხებელი გახდა. გარდა ამისა, თქვენ შეიგიძლიათ იქირაოთ მანქანა ერთ ქალაქში და დააბრუნოთ მეორეში.

მსხვილ კომპანიებში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი კლასის ავტომობილი სხვადასხვა ფასად.

5. ენობრივი ბარიერი

ხშირად ძირითად წინაღობას მოგზაურებისთვის ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. მათ ეშინიათ, რომ ადგილობრივებს ვერ დაეკონტაქტებიან და საჭმელსაც ვერ შეუკვეთავენ რესტორანში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღნიშნულ შიშს საფუძველი არ აღმოაჩნდება ხოლმე. მოგზაურობისთვის თანამედროვე ადამიანს ათიოდე ყველზე გავრცელებული ინგლისურენოვანი ფრაზა სჭირდება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი შესაძლოა, ჟესტებითაც აუხსნათ თანამოსაუბრეს.

თუმცა, როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, სჯობს იმ ენაზე ისწავლო საბაზისო სიტყვები: გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა. ნებისმიერს ესიამოვნება, როდესაც უცხოელი მის ენაზე ალაპარაკდება.

კომენტარი