ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის – „პოსტერებით დანახული თბილისი“ – წარდგენა გაიმართება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის – „პოსტერებით დანახული თბილისი“ – წარდგენა გაიმართება

53
გაზიარება

5 დეკემბერს, 19:30 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ჯეოპოსტერი“, თბილისის მერიის მხარდაჭერით, წარმოადგენს პროექტს – „პოსტერებით დანახული თბილისი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „პოსტერებით დანახული თბილისი“ პოსტერების ახალი სერიაა, რომელიც შექმნილია თბილისისთვის დამახასიათებელი ურბანული დეტალების გამოყენებით.
პროექტის მთავარი მიზანია, წარმოაჩინოს თბილისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ქალაქი.
„გამოფენაზე ვიწვევთ ყველას, ვისაც თბილისის პოსტერებით დანახვა გსურთ“! – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარი