3 მითი მათ შესახებ, ვისმა ახალგაზრდობამაც საბჭოთა კავშირის დროს “ჩაიარა”

3 მითი მათ შესახებ, ვისმა ახალგაზრდობამაც საბჭოთა კავშირის დროს “ჩაიარა”

323
გაზიარება

ზოგს, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, სჯეროდა, რომ გაქრებოდა ფული და ირგვლივ ყველაფერი საერთო იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს იდეა არასდროს ყოფილა აღსრულებული მსოფლიოს არცერთ ქალაქში. საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არსებობს, ხოლო მითებს, რომლებიც მან გვაჩუქა, ჯერ კიდევ ღრმად აქვთ გადგმული ფესვები უფროსი თაობის გონებაში.

1. მუშაობს მხოლოდ ის, ვინც მუშაობს 9-დან 17:00-მდე, კვირაში ხუთი დღე


თანამდეროვე პოსტსაბჭოთა პერიოდში ძალიან ადვილია, 60 წელს გადაცილებული თაობისგან დაიმსახუროთ იარლიყი “უსაქმური”. საქმე იმაშია, რომ მათ ცნობიერში პატიოსანი ადამიანი მუშაობს კვირაში ხუთი დღე, დილიდან საღამომდე. პირველები, ვინც მათი რისხვის ქვეშ ხვდებიან, ეს ინდივიდუალური მეწარმეები და ისინი არიან, ვინც სახლში კომპიუტერით მუშაობს. ეს უკანასკნელები საერთოდ ვერ აჯერებენ მათ, რომ ისინი უბრალოდ არ “სხედან ინტერნეტში”, არამედ მუშაობენ.

2. წვნიანი უნდა მიირთვათ პურთან ერთად


ჩვევა, რომ წვნიანი უნდა მივირთვათ პურთან ერთად, საბჭოთა კავშირში ომიანობის შემდეგ პერიოდში “ჩაისახა”, როდესაც საჭმელი არ იყო საკმარისი, ხოლო ოჯახის გამოკვება საჭირო იყო. წვნიანი, პურთან ერთად, ადამიანს ანაყრებს. გაითვალისწინეთ, მსოფლიოს სხვა არცერთ ქვეყანაში არ შემოგთავაზებენ პურს წვნიანთან ერთად, ვინაიდან ეს კულინარიული ნონსენსია და პირველყოვლისა, ძალიან მავნებელია კუჭისთვის.

3. რამდენ ხანს შეიძლება ბანაობა?!


უფროსი თაობისგან, ალბათ, ხშირად გაიგონებდით: “ჩვენ დროს ხალხი კვირაში ერთხელ იბანდა და ეს სრულიად ნორმალურად ითვლებოდა!”. სამწუხაროდ, ამის დაჯერება ძალიან ადვილია, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ. ზოგიერთი დღემდე თვლის, რომ ბანაობა კვირაში ერთხელ საკმარისია.

კომენტარი