ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ

ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ

121
გაზიარება

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. კერძოდ: N7-ზე – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა, N57-ზე – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა, N80-ზე – ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი.

ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან. გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის 2 მარშრუტზე: N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ.

ავტობუსების ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 3 დეკემბერს წარუდგინა. ისინი მარშრუტებზე ერთი კვირის განმავლობაში გავლენ. უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.


როგორც ცნობილია, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარი