დედაქალაქის მერიამ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა 

დედაქალაქის მერიამ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა 

84
გაზიარება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
,,დღეს, დიდ დიღომში დასრულდა ერთკილომეტრიანი გზაგამყოფის გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე 350-მდე მერქნიანი მცენარე დაირგო. ეს 5 000 კვადრატული მეტრზე მეტი ფართობი, რომელიც შეემატება დიდ დიღომს რეკრეაციული სივრცის სახით, ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ უბნის გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილობრივ გადასაჭრელად. ამგვარი აქტივოებები თბილისის ყველა უბანში გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება თბილისის გამწვანების კუთხით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შუა გამყოფ ზოლში, რომლის სიგრძეც 1000 მეტრია, ხოლო ფართობი 5500 კვ. მეტრი, 350-მდე, სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები. ასევე, ტერიტორიაზე დაგეგმილია მიწის შეტანა და ბალახის დათესვა.
მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები.

კომენტარი