თბილისის მერია ქალთა მიმართ ძალადობის მსოფლიო კამპანიას უერთდება

თბილისის მერია ქალთა მიმართ ძალადობის მსოფლიო კამპანიას უერთდება

87
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.
დედაქალაქის მერია კვლავ უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან, ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას. ამჯერად, აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში და გაჩერებებზე გაიმართება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხმა აიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები.
აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება.

 

კომენტარი