კრწანისში ავტობუსის მოსაცდელისთვის განკუთვნილი ტერიტორია მოაწესრიგეს

კრწანისში ავტობუსის მოსაცდელისთვის განკუთვნილი ტერიტორია მოაწესრიგეს

66
გაზიარება

ზემო ფონიჭალასა და გორგასალის ქუჩაზე ავტობუსის მოსაცდელისთვის განკუთვნილი ტერიტორიები კეთილმოეწყო. მიმდებარედ დაიგო ასფალტის ახალი საფარი და გაკეთდა ბორდიური. ამის შემდეგ კი, ტერიტორიაზე მოსაცდელები დამონტაჟდება.

კრწანისის გამგეობა რაიონში სამუშაოებს საჭიროებისა და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ამ ეტაპზე, სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე პარალელურად მიმდინარეობს.

კომენტარი