დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

80
გაზიარება

დღეს, 7 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონი

იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე;

მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებ – 11 საათიდან 13 საათამდე.

დიდუბის რაიონი

წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

კომენტარი