თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სემინარი – “მრავალეთნიკური თბილისი და უცხოელები თბილისში” – ჩატარდა

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სემინარი – “მრავალეთნიკური თბილისი და უცხოელები თბილისში” – ჩატარდა

91
გაზიარება
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) სემინარი „მრავალეთნიკური თბილისი და უცხოელები თბილისში“ ჩატარდა.

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო მაღრაძის თქმით, დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„სემინარი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას ემსახურება. მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ჩვენი საქალაქო სამსახური ხშირად მართავს და მიმდინარე წლის დეკემბერში კიდევ რამდენიმე სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ნინო მაღრაძემ.

სემინარი ისტორიკოსებმა – ავთანდილ ხანთაძემ და რამაზ ფარესაშვილმა ჩაატარეს.

ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: თბილისის რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება; სხვადასხვა ეროვნების მცხოვრებთა განსაკუთრებული როლი დედაქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; არქიტექტორების, მხატვრების, მუსიკოსების და თეატრალების ღვაწლი და გავლენა ქალაქის ინფრასტრუქტურულ, არქიტექტურულ პროექტებზე და კულტურულ ცხოვრებაზე.

კომენტარი