ჩვენ უნდა გვქონდეს დედაქალაქის განვითარების ხედვა – ვასილ ურუშაძე

ჩვენ უნდა გვქონდეს დედაქალაქის განვითარების ხედვა – ვასილ ურუშაძე

204
გაზიარება
ვასილ ურუშაძე - HUB GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორი
მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


ჩვენ უნდა გვქონდეს დედაქალაქის განვითარების ხედვა, რომელიც გვაჩვენებს, როგორი იქნება თბილისი 10, 50 და 100 წლის შემდეგ. ხედვის გარეშე შეუძლებელია საუბარი წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ მიზნის მიღწევაზე, რომელსაც ქალაქს ერთად დავუსახავთ. აუცილებელია, თბილი იყოს მიზიდულობის ცენტრი რეგიონში, ქალაქი, რომელიც იქნება მულტიკულტურული, სადაც კიდევ უფრო მეტი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი შეძლებს თანაარსებობას. თბილისი უნდა იყოს მთელი კავკასიის ერთგვარი შემაკავშირებელი. ეს, თავისთავად, გულისხმობს ქალაქის ზრდას, როგორც მასშტაბით, ისე მოსახლეობის რაოდენობით, რაც შექმნის სასათბურე პირობას იმგვარ მეგაპოლისად გარდაქმნისთვის, როგორიც არის დუბაი, სინგაპური თუ დუბლინი, სადაც ადამიანები ავითარებენ ეკონომიკას და შესაბამისად, მათ გარშემო არსებულ სივრცეს, თავიანთი ინტელექტუალური რესურსის მეშვეობით.

ეს პროცესი ქალაქს ხდის უფრო მობილურს, მოქნილსა და კომფორტულს როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის. ყოველივე ზემოხსენებულისთვის აუცილებელია კარგად განსაზღვრული ხედვის არსებობა, რომელიც მოაგვარებს როგორც ტრანსპორტის, ისე განაშენიანების პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნა იმიტომ, რომ მოქალაქეებმა პირადი გასაჭირის მოგვარება საერთო გამოქვევებზე წინ დააყენეს. ეს მიდგომა კლავს ქალაქის განვითარების პერსპექტივას. სწორად ამიტომ, აუცილებელია შემუშავდეს საყოველთაო გზა, თუ როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქის იდეალური სახე.

კომენტარი