15 დეკემბერს “გამოფენა ევროპა” გაიხსნება

15 დეკემბერს “გამოფენა ევროპა” გაიხსნება

107
გაზიარება

15 დეკემბერს 15 საათიდან ექსპოჯორჯიიას III პავილიონში ”გამოფენა ევროპა” გაიხსნება. ორგანიზატორების ცნობით, გამოფენის პარალელურად, მთელი რიგი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, მუსიკალური და ჩართულობითი ღონისძიებები გაიმართება.

“ხარ ახალგაზრდა? მუშაობთ ახალგაზრდულ პროექტებზე? გსურთ შეიტყოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა ერასმუს + და ევროპის სოლიდარობის კორპუსი გთავაზობთ? მაშინ მოდი კვირას, 15 დეკემბერს 15 საათიდან ექსპოჯორჯიიას III პავილიონში ”გამოფენა ევროპაზე”.

თქვენ დაგხვდებათ მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის:

„საუბარი ევროპაზე“ – ინტერაქტიული და ინფორმაცული საუბარი ორგანიზატორებთან. ეს არის ინტერაქციული სესია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორები გაგაცნობთ ერასმუს+ და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამების გამოცდილებას და ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია პიროვნულ ზრდასა და გამოცდილებასთან;

„ევროპა ფოტო მარათონი“ – რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულის გამოვლენა;

ფორუმ თეატრი – ინტერაქტიული თეატრი, სადაც მაყურებელს შეუძლია ჩაერთოს და შეცვალოს პროცესი;

ცოცხალი ბიბლიოთეკა – აქ წიგნები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებებს გაგიზიარებენ;

ლინგვო კაფე – მაგიდა, რომლიც შემოიკრებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, სომხურ და ესპანურ ენებზე მოსაუბრეებს და ლინგვისტებს, რომლებიც, ჩაატარებენ ენის სავარჯიშოებს და გაუზიარებენ დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას უცხო ენის სწავლების კუთხით;

NGO/ორგანზაციების გამოფენა – ეს ზონა განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო (ევროპის სოლიდარობის კორპუსი) და ადგილობრივი მოხალისეობრივ პროექტებში;

არაფორმალური განათლების კუთხე – გაეცნობით მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც ეფუძნება გუნდური მუშაობის სავარჯიშოებს/სწავლებას;

სოციალური მეწარმეობის კუთხე – ზონა, რომელიც გაგაცნობთ სოციალური საწარმოების და საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა პრაქტიკას;

ეკო-კუთხე – გარემოს დაბინძურებასა და მის თავიდან ასარიდებლად და შესამცირებლად კრეატიული გზების გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პლასტმასის გადამუშავების ვორქშოფი გაიმართება;

ქუჩის მუსიკა – ეს არის დასკვნითი აქტივობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა არტისტები და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახელოვნებო ჟანრები.” – აღნიშნულია ღონისძიების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში, SALTO EECA-ს მხარდაჭერით და ახალგაზრდული ასოციაცია დრონის და თბილისის ახალგარზდული ცენტრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით.”

კომენტარი