როცა სახლი გჭირდება, მაგრამ აშენება არ შეიძლება – კრეატიული ოჯახის ისტორია

როცა სახლი გჭირდება, მაგრამ აშენება არ შეიძლება – კრეატიული ოჯახის ისტორია

259
გაზიარება

ხანდახან იქმნება ვითარება, რომლის ახსნაც ყოველგვარ ლოგიკას ცდება. ასეთი რამ შეემთხვა რუსეთში მცხოვრებ ერთ ოჯახს, რომელმაც მიწები კერძო სახლის ასაშენებლად იყიდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ნაკვეთზე კაპიტალური სახლის აგება არ შეიძლებოდა. ოჯახს იმდენად სჭირდებოდა კერძო სახლი, რომ მისი აშენება სატვირთო კონტეინერებით გადაწყვიტეს – ამას ხომ ნებართვა არ სჭირდებოდა, რადგან მშენებლობასაც ვერ უწოდებ…

ახალგაზრდა ოჯახი სამი წლის განმავლობაში ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა და როდესაც ასეთი ცხოვრება მობეზრდათ, საკუთარ სახლზე ფიქრი დაიწყეს. ვინაიდან იპოთეკური ვალის აღება არ სურდათ, მათ სახლის აგება მოსკოვის გარეუბანში გადაწყვიტეს. სხვადასხვა ვარიანტის დათვალიერების შემდეგ ისინი ერთ ნაკვეთზე შეჩერდნენ.

ნაკვეთი უკვე ნაყიდია, სახლის პროექტი – შერჩეული და აღმოჩნდა, რომ კაპიტალური მშენებლობა ამ მიწაზე აკრძალულია. მაღალჩინოსნებმა მიწების გაყიდვაზე ნებართვა კი გასცეს, მაგრამ დაგეგმარების პროექტი აღნიშნული ტერიტორიისთვის არ ჰქონდათ დამტკიცებული. ამისთვის სულ მცირე 2 წელი იყო საჭირო.

მოვლენების ასეთი განვითარების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, რადიკალურად შეეცვალა საკუთარი გეგმები და გამოსავლის ძებნა დაეწყო. ბევრი ვარიანტის გარჩევის შემდეგ ოჯახის უფროსი სატვირთო კონტეინერებზე შეჩერდა, იმის გათვალისწინებით, რომ კონტეინერების დამონტაჟება შეიძლება დროებით საძირკველზე და ასევე, შესაძლებელია მისი გადაადგილებაც მას შემდეგ, რაც კაპიტალური სახლის აშენება მოხერხდება.

 

თანამედროვე ენთუზიასტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ხელით ააგონ სახლი, უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან სატვირთო კონტეინერებით, რადგან, მათი გამოყენებით, საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე საცხოვრებელი იქმნება.

კომენტარი