Amorphophallus titanum – მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი საშინელი სურნელით

Amorphophallus titanum – მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი საშინელი სურნელით

107
გაზიარება

იცით, რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი და როგორი სურნელი აქვს მას? Amorphophallus titanum – ასეთ საშინელ სურნელს, ალბათ, ვერსად იგრძნობდით.

მეცნიერების თვალსაზრისით, Amorphophallus titanum ყვავილთა ერთობლიობას წარმოადგენს. მისი მიწისქვეშა ნაწილი, დაახლოებით, 23 კილოგრამს იწონის, ხოლო მიწის ზევით ჩვენ ერთ, საკმაოდ მსხვილ ღეროს დავინახავთ.

Amorphophallus titanum ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ყვავილია დედამიწაზე. კუნძულ სუმატრას (ამ ყვავილის სამშობლო) მაცხოვრებლები მას “მიცვალებულთა ყვავილს” უწოდებენ. ასეთი დასახელება მან საზარელი სურნელის გამო მიიღო, რომელიც გამრავლებისთვის სჭირდება. მცენარეს გაფუჭებული ხორცის სუნი აქვს, რითიც მწერებს იზიდავს.

მას ხაფანგის ძალიან ვერაგული სისტემა გააჩნია. იგი აიძულებს მწერებს, აიღონ ნექტარი ყვავილის “მამაკაცური” ნაწილიდან იმ დროს, როდესაც მისი “ქალური” ნაწილი დახურულ მდგომარეობაშია. თითქმის, 24 საათის შემდეგ ყველაფერი იცვლება. გარე საფარი იწყებს ლპობას და სცილდება მცენარეს. “მამაკაცური” ნაწილების დახურვის შემდეგ იხსნება “ქალური” ნაწილები, მწერები კი იძულებულნი არიან, დამტვერონ ისინი.

როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდ მცენარეზეა საუბარი, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ყველაზე დიდი მტაცებელი მცენარე – ეს ნეპენტეს რაჯაა. ის დოქის ფორმისაა და მასში, დაახლოებით, 2 ლიტრამდე ლორწოვანი სითხეა, რომელიც მწერებს, წრუწუნებსა და ხვლიკებსაც კი იზიდავს. ნეპენტეს რაჯა წელიწადის ნებისმიერ დროს ყვავის.

კომენტარი