4 უნიკალური ადამიანი ფენომენალური შესაძლებლობებით

4 უნიკალური ადამიანი ფენომენალური შესაძლებლობებით

145
გაზიარება

ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია, რაიმე ზებუნებრივი ძალა ან ნიჭი ჰქონოდა, როგორც კინოფილმების გმირებს ფანტასტიკური ჟანრიდან… მაგრამ ეს ყველა გამოგონილი პერსონაჟია. სინამდვილეში, ზებუნებრივი ძალა მეტწილად ტვირთს წარმოადგენს, ვინაიდან მას ყოველთვის უკუჩვენება ახლავს თან და გარკვეულწილად, ცხოვრებასაც ართულებს.

ოლივია ფარნსუორთი: ბიონიკური ბავშვი

2008 წელს ინგლისის ქალაქ ჰადერსფილდში ეს საოცარი ბავშვი დაიბადა. უკვე რამდენიმე პატარას დედამ შეატყო, რომ რომ მისი შვილი არ იყო ისეთი, როგორიც სხვა მისი ასაკის ბავშვი. ჩვილობისას გოგონა, თითქმის, არასდროს ტიროდა და საკმაოდ ადრეულ ასაკში დღისით აღარ იძინებდა. გარკვეული დროის შემდეგ ოლივიას ავტოავარია შეემთხვა. დედა შოკირებული იყო მას შემდეგ, როდესაც გოგონა ავტომობილის ბორბლების ქვეშ მოყვა, შემდეგ ადგა და დედასთან დაბრუნდა. საავადმყოფოში ბევრი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა გოგონას იშვიათი გენეტიკური დაავადება – მეექვსე ქრომოსომის მუტაცია დაუდგინეს. ზუსტად ამ გადახრის გამო, გოგონა ძალიან ცუდად ჭამს, მას თითქმის არ სძინავს და ის საერთოდ ვერ გრძნობს ტკივილს.

ჯილ პრაისი: უნიკალური მეხსიერება

ნიუ-იორკის მკვიდრი ჯილ პრაისი 1965 წელს დაიბადა. მისი მტკიცებით, 1976 წლიდან მას ყველაფერი ახსოვს, თავისი ცხოვრების ყველა დღე. 1999 წელს ქალმა ექიმებს მიმართა. მას ჰიპერთიმეზია დაუდგინეს – უნარი, ახსოვდეს ან აღიდგინოს მეხსიერებაში ბევრი მოვლენა საკუთარი ბიოგრაფიიდან მრავალი წლის განმავლობაში. თავად ჯილი ამბობს, რომ ეს ძალიან დამღლელია, რადგან მოგონებები წარსულიდან არ აძლევს მას საშულებას, დაიმახსოვროს ახალი, გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენები.

ჰარი ტერნერი: რეზინის ადამიანი

ის წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანა და გინესის წიგნის რეკორდსმენების სიაშია. ჰარიმ მუცლის კანი 15.8 სანტიმეტრით გამოიწელა. ეს საოცარი და ამავდროულად, განსაცვიფრებელი შესაძლებლობა ჰარის ძალიან იშვიათი დაავადების გამო გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ყოველდღიურ ტკივილს ანიჭებს, ტერნერი ფარხმალს არ ყრის და მონდომებით გამოდის საშინელებათა ჟანრის ცირკში, რადგან საკუთარი შესაძლებლობა ხალხს აჩვენოს. ჰარის ცხოვრება ტკივილგამაყუჩებლებზეა დამოკიდებული, რომლებიც უკვე, თითქმის, ვეღარ აყუჩებენ მის ყოველდღიურ ტკივილებს.

ელიზაბეთ ტეილორი: მუტანტი

საყოველთაოდ ცნობილი მსახიობით ხალხი დღემდე აღფრთოვანებულია. მისი მოლურჯო, მოიისფრო თვალები, რომლებსაც გარს ხშირი წამწამები ერტყა, მამაკაცებს ატყვევებდა. ცოტამ თუ იცის, რომ ეს გენის – FOXC2 – მუტაციის შედეგი იყო. ელიზაბეთს ძალიან გაუმართლა, რომ მუტაციამ ასე იჩინა თავი. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ გადახრას შესაძლოა, გაცილებით მძიმე პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობისთვის და სპეციალისტების ჩარევის გარეშე, მისი სიცოცხლეც საფრთხეში აღმოჩენილიყო.

კომენტარი