Top 5 ყველაზე ძვირადღირებული ყვავილი

Top 5 ყველაზე ძვირადღირებული ყვავილი

193
გაზიარება

ყვავილი არა მხოლოდ ბუნებრივად ლამაზი რამაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია ახლობლებისთვის. მათი უმრავლესობის შეძენა ხელმისაწვდომ ფასებშია შესაძლებელი, მაგრამ ზოგიერთი ყველაფრისთვის მზადაა, რათა შეიძინოს ყველაზე იშვიათი და ლამაზი, შესაბამისად, ყველაზე ძვირადღირებული ყვავილი დედამიწაზე.

ჰორტენზია

ყვავილი ჰორტენზია ხარობს როგორც აზიის ქვეყნებში, ისე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. დასახელება მან პრინცესა ჰორტენზიას საპატივცემულოდ მიიღო. მისი ერთი ყვავილი, დაახლოებით, 6.5 დოლარი დაგიჯდებათ.

გლორიზა

გლორიზა უნიკალურ და ძვირადღირებულ ყვავილს წარმოადგენს. ის, თავდაპირველად, სამხრეთ აფრიკასა და აზიაში აღმოაჩინეს. თავისი დასახელებიდან გამომდინარე, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც “ცნობილი”, მას “პოპულარობის ყვავილს” უწოდებენ. გლორიზა ეგზოტიკურად გამოიყურება ფლორის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, ამიტომ მისი ფასიც შესაბამისია – ერთი ყვავილი, დაახლოებით, 10 დოლარის ღირებულებისაა.

ვარდი ცისარტყელის ფერებში

ცისარტყელის ფერების მქონე ვარდი რთული ტექნოლოგიური მუშაობის შედეგია, რომლის იდეაც ჰოლანდიელ პიტერ ვან დე ვერკენს ეკუთვნის. სხვადასხვა ფერის ყვავილის მისაღებად, სელექციონერები მის ღეროს რამდენიმე არხად ყოფენ, რასაც შემდეგ სხვადასხვა ფერის საღებავიან წყალში ათავსებენ. შედეგად, ჩვეულებრივი, თეთრი ფერის ვარდი ცისარტყელის ფერების ხდება. აღნიშნული 1 ვარდი 10 დოლარი ღირს, ხოლო 30-ვარდიანი თაიგული – 325 დოლარი.

ღამის მეფე

ღამის მეფე ტიტას ნაირსახეობაა, რომელიც მუქი იასამნისფერი, შავში გარდამავალი ფერით გამოირჩევა. დღესდღეობით, ერთი ყვავილის 15-20 დოლარამდე მერყეობს.

 

ორქსიდეა “კინაბალუს ოქრო”

ორქსიდეაკინაბალუს ოქრო” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად ითვლება. ამ ყვავილს დედამიწის მხოლოდ ერთ წერტილში ნახავთ, კინაბალუს მთაზე, რომელიც ბორნეუს კუნძულზე მდებარეობს. პირველ ყვავილს ეს მცენარე 15 წლის შემდეგ იძლევა, მას მერე, რაც ფოთოლი ამოუვა. ის მხოლოდ მარტიდან მაისამდე ყვავის. ამ ყვავილისთვის შესაძლოა 5-6 ამერიკული დოლარი გადაგახდევინონ.

კომენტარი