გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიას სარეკრეაციო დანიშნულებით განავითარებენ

გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიას სარეკრეაციო დანიშნულებით განავითარებენ

379
გაზიარება

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის – „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ – ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხება გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრას, რომელიც შაბათს, 14 დეკემბერს, 10:00 საათზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში ჩატარდება, ერთობლივად გაუძღვებიან დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამოქალაქო პლატფორმის წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

საჯარო კონსულტაციას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრებიან. ასევე, მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

პროექტი „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ითვალისწინებს ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას და ამ პროცესში მოქალაქეთა ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნით, დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

კომენტარი