N35 საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

N35 საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

125
გაზიარება

თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით „მოგზაურობა ზღაპარქალაქში“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ფერიების კოსტიუმებში გამოწყობილი აღსაზრდელები დახვდნენ და ზღაპარქალაქში უმასპინძლეს.

პატარებმა ყველაზე პოპულარული საბავშვო ზღაპრებიდან და ანიმაციური ფილმებიდან ცნობილი ეპიზოდები გააცოცხლეს, იცეკვეს, იმღერეს და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად საზეიმო ვითარებაში აანთეს საახალწლო ნაძვის ხე.

ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ ამ ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო – მათ ხელით დაამზადეს და მოხატეს მასშტაბური ინსტალაციები სხვადასხვა ეპიზოდური სივრცეებისათვის, რათა ბავშვებისთვის ნამდვილი ზღაპრული გარემო შეექმნათ.

„ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებით დავიწყეთ თბილისის ბაღებში საახალწლო აქტივობები. ძალიან დიდი შრომა გასწია N35 ბაგა-ბაღის პერსონალმა და ადმინისტრაციამ იმისათვის, რომ ასეთი შთამბეჭდავი დღე ეჩუქებინათ ჩვენი აღსაზრდელებისათვის და რა თქმა უნდა, არანაკლებ იშრომეს პატარებმა, რომლებმაც ცნობილი პერსონაჟების როლი მოირგეს და უზომოდ ემოციური სანახაობა დადგეს,“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

კომენტარი