გლდანში ბადრი პატარკაციშვილის მემორიალური დაფა განთავსდა

გლდანში ბადრი პატარკაციშვილის მემორიალური დაფა განთავსდა

137
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, გლდანის მესამე მიკრორაიონის N10 კორპუსის მეხუთე სადარბაზოს ფასადზე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემორიალური დაფა განთავსდა. აღნიშნულ მისამართზე იგი 1980 წლიდან 1991 წლამდე ცხოვრობდა.

ინიციატივა საბჭოს წევრებმა მერიაში წარადგინეს, რის შემდეგაც ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაფა განთავსდა.

საზოგადო მოღვაწის და ქველმოქმედის, ბადრი პატარკაციშვილის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ოჯახის წევრები და მეგობრები, ადგილობრივი მოსახლეობა, ინიციატივის ავტორები და რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრო.

კომენტარი