ნავთლუღის II შესახვევში გზას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

ნავთლუღის II შესახვევში გზას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

86
გაზიარება

ისნის გამგეობა მერვე ლეგიონში, ნავთლუღის II შესახვევში გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. აღნიშნული საკითხის განსახლილველად, რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე მოსახლეობას შეხვდა, რომელსაც გზის ავარიულობის საკითხი წლების მანძილზე აწუხებდა და სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხორციელდებოდა. როგორც ადგილობრივებთან შეხვედრისას გადაწყდა, საგზაო სამუშაოებს გამგეობა 2020 წლის იანვრიდან დაიწყებს.

„ნავთლუღის მეორე შესახვევი ერთ-ერთი პრობლემატური ქუჩაა ჩვენს რაიონში, სადაც მოსახლეობა, უგზოობის გამო, წლებია შეწუხებულია. მოსახლეობას ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის დეტალებზე და მათივე თხოვნით, ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს მომდევნო წლიდან დავიწყებთ. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, ისანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეაბილიტირებული მონაკვეთი შეემატება, სადაც როგორც ავტომობილით, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

 

კომენტარი