პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

95
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ტყის ტერიტორიაზე ახალი ორდონიანი დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

2600 კვ. მ ფართობზე მოეწყობა რამდენიმე საბავშვო ზონა, სადაც განთავსდება სხვადასხვა ატრაქციონი, მათ შორის ე.წ. ზიპლაინი. სკვერი იქნება სრულად კეთილმოწყობილი ურბანული ავეჯით. ტერიტორია განათდება და გამწვანდება.

ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 256 678 ლარს შეადგენს.

კომენტარი