ისანში ახალ ბაღს ააშენებენ

ისანში ახალ ბაღს ააშენებენ

161
გაზიარება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად გათვალისწინებული საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და გაფორმდება ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვაზე.

„ისანი ერთ-ერთია დედაქალაქის იმ რაიონებიდან, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამასთან, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტური განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. ეშბას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი სწორედ ამ პროცესს შეუწყობს ხელს და სკოლამდელი განათლება კიდევ 250-მდე ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2130 კვ. მ ფართობზე ახალი, 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობის დაწყება 2020 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პროექტის სატენდერო ღირებულება 2 235 867 ლარია.

ისნის რაიონში ამჟამად ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მიიღებს აღსაზრდელებს.

კომენტარი