გლდანის რაიონში ელექტროპანდუსები დაამონტაჟეს

გლდანის რაიონში ელექტროპანდუსები დაამონტაჟეს

126
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობა შშმ პირებისთვის ელექტროპანდუსებს ამონტაჟებს. ამ ეტაპზე, მათი მოწყობა ექვს მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ელექტროპანდუსი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, გამგეობის საუბნო სამსახურისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის შენობასთან დამონტაჟდა.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელთან, ეთერ კიღურაძესთან ერთად დაათვალიერა .

მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ელექტროპანდუსი, ჯამში, ცხრა მისამართზე დამონტაჟდა.

კომენტარი