ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა

ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა

114
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში რეგისტრირებულ 15 საჯარო სკოლას შორის ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 90-მა მოსწავლემ მიიღო. თითოეული გუნდი ექვსი მონაწილისგან შედგებოდა.

პირველი ადგილის მფლობელები N207 საჯრო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მეორე ადგილი N149 სკოლამ, მესამე ადგილი კი N133 სკოლამ მოიპოვა. სამივე გუნდის წევრებს საჩუქრად წიგნის მაღაზიის ვაუჩერები და სიგელები გადაეცათ.

საგანმანათლებლო ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებითა და ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

კომენტარი