დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

138
გაზიარება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
 
„დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, ვლადიმერ ვორონინის, სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, ქურდიანის და მაიაკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების და მუხიანი-2 დასახლების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ხევძმარის, ქსნის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის და სოფელი დიდების მცხოვრებლებს.
 
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ქობულეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, ერმილე ბედიას, მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, დაბა კოჯრის, გმირთა მოედანის, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიის, თარხნიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, შიო მღვიმელის და ანანურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი