მგელკაცის ჩამოხრჩობის ტფილისური ლეგენდა

მგელკაცის ჩამოხრჩობის ტფილისური ლეგენდა

403
გაზიარება
ფოტო ეკუთვნის madatovi.com.ge-ს

ადამიანებს, ძველი დროიდან მოყოლებული, მისტიკისადმი განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ, ამიტომაც მთელ მსოფლიოში ოდითგანვე არაერთი ლეგენდა შეიქმნა. ზოგმა მათგანმა დროს ვერ გაუძლო, ზოგმა დღემდე მოაღწია, თუმცა ფაქტია – არაერთ ქალაქს საკუთარი, ადგილობრივი ლეგენდა გააჩნდა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც თბილისია.

მხატვარმა და მწერალმა, კარაპეტ გრიგორიანცმა არაერთი ძველთბილისური ამბავი შემოგვინახა, რომელსაც მკითხველი დღესაც ინტერესით ეცნობა. გრიგორიანცი იმ უჩვეულო ამბებს გვიყვება, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში საუკუნეზე ადრე მომხდარა. თავის წიგნში – “ძველი თბილისის იშვიათი ამბები” – გრიგორიანცი საინტერესო ადამიანებისა თუ შთამბეჭდავი ისტორიებისკენ მიგვიძღვება, რომლებიც ძველთბილისურ ცხოვრებას სხვა თვალით გვაჩვენებს.

სწორედ ამ წიგნში წააწყდებით მგელკაცის შესახებ ლეგენდას, რომელიც მადათოვმა მკითხველებს გაუზიარა. აი, რას წერს გრიგორიანცი:

„ძველი კაცების გადმოცემით, მამა ანტონის ტყეში, საიდგანაც გადმოვარდნილა ერთი ერთგვარი საშინელი და საზარელი მხეცი, რომელსაც ქვიან მგელ-კაცი.

ეს წყეული მხეცი როდესაც გზაზე მიმოვალ მგზავრს დაინახავდა, ტყიდან ქარის უმალესად გაექანებოდა, ეცემოდა, მკერთს გაუხევდა, მერე ღვიძლს იღებდა და სჭამდა. ამბობენ, ისეთი შიშის ზარი ეცათ გლეხობას, რომ გზათ წასვლას ვეღარ ბედავდნენ.

ჯერ დღესაც ვერც ერთ სწავლულს ვერ ესმის, თუ ამგვარი საზარელი მხეცი რომელ კუთხიდან უნდა იყოს საქართველოში გადმოვარდნილი, თუ შავი ზღვის ნაპირებიდან ყოფილიყო, რატომ აქამდისინ იმ არე მარეზე ერთ ვისმეს არ შეხვდა. თუ იალბუზის იქით დაღისტნის მხრიდან იყო, რატომ ამისი მგზავსი ამბავი ვერ შევიტყეთ.

ერთი სიტყვით, ევროპიელი მოგზაურებიც-კი გაოცებულნი არიან თურმე, თუ კავკასიაში ასეთი იშვიათი ადამიანის მავნებელი მხეცი საიდან გადმაიხვეწა.

ბოლოს ვარანცოვი გულმოდგინეთ შესდგომია ამ საქმეს და ერთი უზარმაზარი რკინის გალია გაუგზავნია იმ ტყეში ჯარის დახმარებით, იმ გვარათ ყოფილა მოწყობილი, რომ მგელკაცი გალიაში შესულა თუ არა, კარები თავისთავათ დაკეტილა, შემდეგ ჩამოუტანიათ ქალაქში და ბატანიკურ ბაღში ჩამოუხჩვიათ“.

კომენტარი