ვაკის გამგეობის ორგანიზებით, ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ვაკის გამგეობის ორგანიზებით, ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

121
გაზიარება

ვაკის გამგეობის ორგანიზებით, ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საბავშვო სტუდიების აღსაზრდელების მონაწილეობით მოეწყო კონცერტი, ჩატარდა თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ასევე, ქიმიური ლაბორატორიის შოუ.

ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა სხვადასხვა ატრაქციონი. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებელი იყო გოზინაყის მომზადება და დაგემოვნება, ასევე, ფოტოების გადაღება და ადგილზევე მიღება.

საახალწლო ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე დაესწრო.

კომენტარი