“ხრუშჩოვკიდან” თანამედროვე სახლამდე – ინტერიერის დიზაინერის შთამბეჭდავი ნაშრომი

“ხრუშჩოვკიდან” თანამედროვე სახლამდე – ინტერიერის დიზაინერის შთამბეჭდავი ნაშრომი

287
გაზიარება

დამწყებმა ინტერიერის დიზაინერმა, ნატალია ჩუვინოვამ პირველად გადაწყვიტა მშობლებისგან თავის დაღწევა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. მან იქირავა ძველი, ოროთახიანი ხრუშოვკის ტიპის ბინა და მისი გადაკეთება საკუთარი ხელით გადაწყვიტა. ამას 6 თვე და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ბინა მეხუთე სართულზეა და ნაგავი და სამშენებლო მასალა თვითონ უნდა გაეტანა. მაგრამ, როგორც ამბობენ, მთავარია სურვილი და შეუძლებელი არაფერია. საბოლოოდ აღმოჩნდა ნათელი, თანამედროვე და უჩვეულო ინტერიერი.

გოგონას, თავდაპირველად, რთული დავალება ჰქონდა, რადგან ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებული, ხოლო ხარჯი ძალიან ბევრი იყო.

ამის მიუხედავად, ის გათვალისწინებულ ბიუჯეტს მაინც გასცდა, რადგან გაუთვალისწინებელი და სპონტანური ხარჯებიც გამოჩნდა. მან რემონტის დაწყებამდე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები. მაგალითად, ნატალიამ იცოდა, რომ იგი იატაკებსა და კედლებს თეთრად შეღებავდა, რადგან მას აბსოლუტურად ნებისმიერი დეკორი და ფერები ერწყმის. მეორე ფერი, რომელიც ინტერეში ჭარბობს, არის შავი.

წინა კარი შეღებილი იყო შავად და მოხატული იყო ცარცით.

შესასვლელის პირდაპირაა კედელი, რომელსაც აქვს გეომეტრიული შავი და თეთრი ფიგურები.

მინიმალისტური კარადები.

მოულოდნელად ნატალიამ თბილი, ნათელი და ფართო ოთახი მიიღო.

ბევრი ფერი და მსუბუქი ავეჯი ეკომეგობრული ინტერიერის ნიშანია.

სხვადასხვა სტილის უამრავი ნახატი.

ულამაზესი აივანი პატარა მაგიდით.

სამზარეულოს აქვს ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ.

სარეცხი მანქანა კარადაშია ჩასმული.

პატარა მაცივარი, ჭურჭლის თარო და მიკროტალღური ღუმელი.

საძინებელში არის ფართო საწოლი, რომელიც ხის ყუთებზე დგას.

აქ დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ კარადა არ არის საჭირო.

აბაზანა შექმნილია მაქსიმალურად მარტივად.

ტუალეტისთვის შეარჩეულია ღრმა ლურჯი ფერი.

წყარო:novate

 

 

 

 

 

კომენტარი