ოთარ გრიგოლია: „ამაყი ვარ, რადგან თბილისის განვითარების პროცესებში ვმონაწილეობ“

ოთარ გრიგოლია: „ამაყი ვარ, რადგან თბილისის განვითარების პროცესებში ვმონაწილეობ“

116
გაზიარება

თბილისის საკრებულოს წლის ბოლო სხდომაზე, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წლიური ანგარიშის შეფასებისას, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, რომ ამაყია, რადგან თბილისის განვითარების პროცესების მონაწილეა. ოთარ გრიგოლიამ 4 მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გამოყო, რომლებიც დედაქალაქში ხორციელდება.
„პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ერთის მხრივ ქმნის ქალაქის ახალ იერსახეს და მეორეს მხრივ ქმნის სამუშაო ადგილებს, ავითარებს ეკონომიკას, რაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მეორე, ეს არის ტრანსპორტის განვითარება. ამ მიმართულებით, წლების განმავლობაში არავის სურდა ინვესტიციების განხორციელება, რადგან ეს მომგებიანი არ იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში დიდი სახსრები იხარჯება და მიმდინარეობს გააზრებული პოლიტიკა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ეს არის სოციალურად დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის საშუალებითაც ჩვენს მოქალაქეებს გაცილებით შეუმსუბუქდათ მძიმე ყოფა. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ ასეთი თანმიმდევრული პოლიტიკით მოვაგვარებთ. და ბოლოს, მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ეკოლოგია. თითოეული ჩვენგანი ხედავს, თუ როგორ სწრაფად და ეფექტიანად მიდის წინ ქალაქი ამ მიმართულებით,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც ქალაქს გააჩნია. მან გამოწვევებს შორის დაასახელა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანიების მიერ არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებს მუნიციპალიტეტი ებრძვის.

კომენტარი